2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი.. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა.
შშმ პირების სოციალური პაკეტი გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ. ასევე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე.