გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ჩაქვისა და მახინჯაურის ზღვისპირა ზოლში, ტერიტორიების მითვისებას ედავება

12 ნოემბერი 2018, 00:00 1633 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს  ჩაქვისა და მახინჯაურის ზღვისპირა ზოლში, ტერიტორიების მითვისებას ედავება. მურმან დუმბაძის განცხადებით,  სანაპიროსთან არსებული 110 ათას 358 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ტერიტორია 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა კომპანიაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონით გასხვისდა, თუმცა არცერთ მათგანზე ვალდებულებები ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით არ შესრულებულა.

მურმან დუმბაძის მტკიცებით, მათ შორისაა  მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელმაც სოფელ ბუკნარში აუქციონის წესით 6 ათას 208 კვადრატული მეტრი ტერიტორია მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მიზნით შარშან  182 ათას ლარად შეიძინა. გასხვისებული მიწის ნაკვეთები ძირითადად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, უწყებაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი