ხულოში მხატვარ სიმონ ართმელაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ხელოვანი ძირითადად მაღალმთიანი აჭარის ხედებზე, ნატურმორტებსა და ყოფითი შინაარსის თემატიკაზე მუშაობდა.
მისი ნამუშევრები ინახება მოსკოვის მხატვართა სახლში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში პირად კოლექციებში. მისი ინიციატივით 2002 წელს ხულოში სამხატვრო გალერეა და ბავშთა სამხატვრო სკოლა დაარსდა.