„ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან ელოდება.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, თუ საჭირო იქნება კარვების რაოდენობა გაიზრდება.