პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუცია დაიძაბა. არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ. პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მანამდე აქციაზე შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.