ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

09 ნოემბერი 2018, 00:00 1784 ნახვა

დღეს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 72 თეთრი შეადგინა.სპეციალისტების თქმით ასეთი ნაბიჯის გადადგმას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, დღეს სავალუტო ჯიხურებში კი   ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 70 თეთრადაა შესაძლებელი.

მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებს და აღნიშნავენ რომ ეროვნული ვალუტის რამდენიმე თეთრით გამყარება ფასებზე დადებითად ვერ აისახება.ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ლართან დაკავშირებული  აჟიოტაჟი ოპოზიციის რიტორიკითაა გამოწვეული, მინისტრი ირწმუნება, რომ ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება. ეროვნული ბანკის განცხადებით ხვალ ლარის კურსი 2 ლარი და 71 თეთრი იქნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი