ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ

09 ნოემბერი 2018, 00:00 2045 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "არსიანის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. კონცერტი საქველმოქმედო ფონდ ..ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა, შემოსული თანხა   ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოხმარდება. საღამოს ბოლოს რამდენიმე კერძო კომპანიაც ჩაერთო ქველმოქმედებაში. ფონდმა ,,ოცნებამ“ ისტორიკოსს რეზო ოკუჭავას, რომელიც  აფხაზეთიდან დევნილია, 3 ოთახიანი ბინა გადასცა საჩუქრად.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში