ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ზაზა სარალიძის ინფორმაციით,მან პირველ ნოემბერს მერიას წერილი გაუგზავნა, სადაც ის 31 დეკემბრამდე აქციების გამართვის ნებართვის გაგრძელებას და კარვების განთავსებას მოითხოვდა.თუმცა მას უპასუხეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის ადგილი უნდა შეცვალოს, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. მისი შეფასებით, ეს პასუხი ნიშნავს,იმას რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობების გამოძიებას.
ამ განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნების მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, მისი განმარტებით იმ შემთხვევაში თუ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ მერია მათ კანონის მიხედვით გასცემს პასუხს, თუმცა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში აქციების გამართვა სხვა ტერიტორიაზეა შესაძლებელი.