ლარი ისევ გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის 2 ლარი 77 თეთრი ღირს. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. მოსახლეობა ლარის დევალვაციას უკავშირებს პროდუქტებზე ფასების ზრდას. შეფასებები კეთდება პარლამენტშიც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში ლარის გაუფასურებას ქვეყანაში არსებულ არასწორ პოლიტიკას, ბიუჯეტის უმიზნოდ დაგეგმვას და კორუფციას უკავშირებს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, ლართან დაკავშირებით ორი მიდგომაა - გრძელვადიანი და მოკლევადიანი ქმედებები.