დაბა ხულოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხდება სანიაღვრე არხების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების განთავსება და ცენტრალურ მაგისტრალზე ასფალტის საფარის დაგება.
სამუშაოების ღირებულება მილიონ ოთხასი ათას ლარს შეადგენს. პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.