ხულოში, სოფლების ღურტის და იაკობაძეების მცხოვრებლები აგრძელებენ სასამართლოში დავას ჰესის მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოქალაქეები, რომლებმაც დავა პირველ ინსტანციაში წააგეს, ახლა სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.
აცხადებენ, რომ მათი უფლებები არის დარღვეული, ირწმუნებიან, რომ მშენებლობა, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, აზარალებს არამარტო გარემოს, არამედ მათ ქონებასაც, ამასთან ისინი ვეღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. კომპანიაში, ამჯერადაც წერილობით გვიპასუხეს, სადაც აღნიშნულია შემდეგი - არაერთი კვლევის საფუძველზე მშენებლობისგან მიყენებული ზიანი არ დგინდება. ლენა მამულაძე დავის დეტალებით - ხალხი ჰესის წინააღმდეგ.