უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცთან

06 ნოემბერი 2018, 00:00 2191 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ფაქტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. „ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში. საკითხზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი