"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, მონადირეებს ჭოროხის დელტასთან ნადირობის უფლების სანაცვლოდ, არჩევნებში ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიის გააკეთება შესთავაზეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მონადირეებს ქართული ოცნების შტაბიდან დაუკავშირდნენ. ბრალდებაზე მმრთველ გუნდში საპასუხო კომენტარი არ კეთდება. ფაქტს არ ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნოდარ დუმბაძე კი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არჩვენების მეორე ტურს უკავშირებს.
მონადირეებმა აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს. მათ სექტემბერში დახმარებას პარლამენტის ვიცე სპიკერი და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძეც დაჰპირდა. ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლოს დაიწყო და მარტამდე გრძელდება.
ბათუმის საზღვრების გაზრდის შემდეგ ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაში მოექცა. გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, ნადირობა ამ ტერიტორიაზეც აიკრძალა.
მაუწყებელი მუშაობს თემაზე და ინფორმაციის მონადირეებთან დაზუსტებას ცდილობს.