3 ადამიანი დაშავდა მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად გრიბოედოვის ქუჩაზე. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მოტეხილობებით სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.