დაანონსებული სოციალური დახმარება

03 ნოემბერი 2018, 00:00 1811 ნახვა

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ 16 წლამდე ბავშვებს დახმარებას გაუზრდიან. მთავრობის მეთაურის განცხადებით ახალი სისტემა UNICEF​-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და მას 2019 წლის ბიუჯეტში ასახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მეორე ტურის წინ დაანონსდა, მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას არ შეუწყვეტენ. ამის შესახებ, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ერთი ცვლილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც დააანონსა -  თქვა რომ მმართველი გუნდი განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებას. კობახიძის თქმით, რეგულაციის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების “ჩარჩოში მოქცევა იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოპოლიტიკა”.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი