არჩევნებიდან 5 დღეში და მეორე ტურამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პარლამენტიდან გაიწვიოს მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარტიის ლიდერები ადასტურებენ რომ გაწვევა არჩევნების შედეგს უკავშირდება. ოპოზიციაში კი ფაქტს არა შედეგის გამოსასწორებლად გადადგმულ ნაბიჯს არამედ წინასაარჩვენო ხრიკს უწოდებენ.