აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინეს. კომიტეტის ხელმძღვანელის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, ანგარიშში მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებებში მისი შეხვედრები პატიმრებთან.
დეპუტატი წლის განმავლობაში 9- ჯერ გაეცნო პატიმრების საჭიროებებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი მომავალ წელს საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებასაც გეგმავს, რომელიც პატიმართა და მსჯავრდებულთა უფლებების გაზრდას შეეხება.