''C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვაზე მუშაობდა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში 14 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, აქედან 5 000-ზე მეტმა მკურნალობა დაასრულა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე პაციენტთა 92% სრულად განიკურნა.