შეზღუდვა სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს

01 ნოემბერი 2018, 00:00 3786 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტის თურქულ მხარეს საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული დროის განმრავლობაში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შეზღუდვა ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის მებაჟეებს შეზღუდვის მიზეზი არ განუმარტავთ. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც მსგავსი პრობლემა საბაჟოზე ხშირადაა.

საკითხზე წერილობითი განმარტება გაკეთდა ბათუმში თურქეთის საკონსულოში. მასში აღნიშნულია, რომ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პირები, რომლებიც დეფორმირებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და თვეში ერთხელ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების გადატანის წესის დარღვევით ცდილობდნენ საზღვრის კვეთას, უკან გამოაბრუნეს.

საქართველოს მოქალაქეების შესვლა-გამოსვლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი