აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ''არის საკითხები რაზეც რეაგირება დაგვაგვიანდა''

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1889 ნახვა

აჭარის მთავრობამ, მათივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე  წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშზე იმსჯელა.  განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და  2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი. მომავალ წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები 726,8 ათასი ლარით მცირდება.

ჯამში ადმინისტრაციული ხარჯი მილიონ ლარზე მეტით მცირდება, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით ეს არ მოხდება კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე ხელფასების დაკლებით და უწყება რამდენიმე ახალი სამსახურის ჩამოყალიბებაზე უარს ამბობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში