არჩევნების შედეგი ურთიერთბრალდებების მიზეზი

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1663 ნახვა

თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, დღეს უმრავლესობაში თქვენს,  რომ 28 ოქტომბრის შედეგები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პლენარულ სხდომაზე უმცირესობა ითხოვდა განმარტებებს გედევან ფოფხაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადება არის  სახიფათო და საგანგაშო. დღეს ამ განცხადებაზე განსხვავებული პოზიცია გედევან ფოფხაძის თანაგუნდელების ნაწილმაც დააფიქსირა. გუშინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ  თუკი მეორე ტურში  გრიგოლ ვაშაძე  გაიმარჯვებს  სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება. 

დღეს ემზარ კვიციანმა ისიც განაცხადა, რომ საჭიროა ეროვნული ძალების მობილიზება, რადგან ოპოზიციის კანდიდატმა მეორე ტურში ვერ გაიმარჯვოს. ერთი საათის განმავლობაში ისმოდა ბრალდებები. უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს,  ტრადიციულად, საკუთარი მმართველობის  პერიოდს ახსენებდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი