მედიისთვის დახურული შეხვედრა „ქართული ოცნების„ ოფისში

31 ოქტომბერი 2018, 00:00 2070 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მას შემდეგ შეხვდება რაც საკუთარ გეგმებს დაალაგებს - ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიასთან გააკეთა. იგი ამჯერადაც მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს. მედია კითხვებზე პასუხის მიღებას მაშინ ცდილობდა, როცა  იგი ,,ქართული ოცნების ოფისის“  მიმდებარედ  გამოჩნდა, მაშინ როცა ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობდა.  ესწრებოდა  თუ არა ამ შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს  სალომე ზურაბიშვილმა  არც უარყო და არც დაადასტურა.

პარტიის ოფისში შეხვედრას ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ  მსჯელობენ მეორე ტურის შესახებ, ასევე იმ გზავნილებზე, რომელიც მათი თქმით, 28 ოქტომბერს მოსახლეობისგან მიიღეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი