''ქართული ოცნება'' დემოკრატიულიო საქართველოს მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სამომავლო გეგმების შესახებ შეკითხვები დღესაც დაუსვეს. სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა რომ ''გამარჯვება იქნება მეორე ტურში''.
სხვა შეკითხვებზე კი მოკლე რეპლიკებით შემოიფარგლა. ''მაცადეთ ახლა გამიშვით'', ''რატომ უნდა გითხრათ ქუჩაში ჩემი გეგმების შესახებ'', ''დავალაგებ და გეტყვით'', ''ვერ გავჩერდები ძალიან მეჩქარება''.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შესახებ არაფერი თქვა.
"როცა დაგიბარებთ გეტყვით, ახლა არ დამიბარებიხართ" - რამდენიმე დღის წინ კი, ზურაბიშვილი TV პირველისა და ''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტების შეკითხვებს მხოლოდ ასე პასუხობდა.