ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება

31 ოქტომბერი 2018, 00:00 2088 ნახვა

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე  წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშზე იმსჯელეს,  დღესვე  განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და  2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტიც.მომავალ წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები 726.8 ათასი ლარით მცირდება. ჯამში ადმინისტრაციული ხარჯი 1,0 მილიონ ლარზე მეტით მცირდება, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით ეს არ მოხდება კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე ხელფასების დაკლებით, ამ შემთხვევაში უწყება რამდენიმე ახალი სამსახურის ჩამოყალიბებაზე  უარს ამბობს. რესტრუქტურიზაციის ფარგლებში.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე იზრდება.  დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი, ახლა  მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების დაქსელვის წინასაპროექტო კვლევები. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები.  დაგეგმილია ასევე 14 ახალი ხიდის მშენებლობა. საერთო ჯამში, 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში