საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით გამოძიება დაიწყო. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები.