ცესკოში ამ წუთებში დასრულდა თამარ ჟვანიას ბრიფინგი, სადაც 512 უბანის მონაცემებით გაირკვა, რომ 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ გადალახა 50% ბარიერი. 512 უბანი, საქართველოს მასშტაბით უბნების 13% შეადგენს.
ოლქში შესული ოქმების მიხედვით დათვლილი ხმები ასე გადანაწილდა:
დავით ბაქარძე 10.83%
გრიგოლ ვაშაძე 37.93%
შალვა ნათელაშვილი 4.16%
სალომე ზურაბიშვილი 40.04%
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცესკოში ოლქებიდან ატვირთული ოქმების შემოსვლა. ეს შედეგები იტვირთება დაუყოვნებლივ ვებსაიტზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ეტაპობრივად დავთვლით ყველა ოქმს" - განაცხადა ჟვანიამ.