საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეორე ტური შედგება. ირაკლი კობახიძის თქმით, დათვლილია ათასზე მეტი უბანი. სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, თუმცა ამ დროის მონაცემებით, გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური.
„ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონაცემები. დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. გამოიკვეთა, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე'' – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.