ქობულეთში 16 უბნის მონაცემებით, 327 ხმით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

28 ოქტომბერი 2018, 00:00 2555 ნახვა

ქობულეთის #81 ოლქში შესული 16 უბნის ოქმების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს. სალომე ზურაბიშვილს საერთო ჯამში 2923 ხმა აქვს მიღებული.

მეორე ადგილზე კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, რომელიც ზურაბიშვილს 327 ხმით ჩამორჩება. აღნიშნული უბნების მონაცემებით, გრიგოლ ვასაძეს მხარი 2596 ამომრჩეველმა დაუჭირა. 

ქობულეთში 65 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლების რაოდენობა კი 68 117 იყო. 

განახლებული 23:50

23 უბნიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბიშვილი 45%-ით ლიდერობს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა 38%-მა დაუჭირა მხარი

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი