ოპოზიციამ განთიადის მე-10 უბნის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა განთიადში, მე-10 საარჩევნო  უბანზე. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ამბობს რომ მან დატოვა საარჩევნო ოთახი და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მისცა დავალებები.

კომისიის თავმჯდომარე კი ირწმუნება რომ დავალება ეხებოდა გადასატან ყუთს და მას კანონი არ დაურღვევია. 83-ე ოლქის ხელმძღვანელი განმარტავს რომ მე 10 უბნის კომიიის თავმჯდომარეს კანონი არ დაურღვევია და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი