ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 10 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ეკუთვნის, ოპოზიცია სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე საუბრობს, რომელიც საუბნო კომისიების მუშაობას შეეხება.
სამი საჩივარი შეიტანა საიამ . რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას. 12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა დაახლოებით 14%-მა გააკეთა არჩევანი საარჩევნო ყუთთან. 2013 წლის წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დღეს აქტივობა უფრო დაბალია.