ბოლო წლები განმავლობაში, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსებსა თუ მანქანებში მობილიზებული ჯგუფები თითქმის ყველა უბანთან გვხდება.
კანონმდებლობის მიხედვით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა კანონის დარღვევა არ არის, თუმცა არასამტავრობო სექტორში თვლიან, რომ ეს არის მოქალაქეების კონტროლისა და მათ არჩევანზე ირიბი ზეგავლენის მოხდენა.
,,ეს არ არის პირდაპირ კანონის დარღვევა, თუმცა ეს ჩვენი მხრიდან განიხილება ამომრჩეველზე ერთგვარი ირიბი ზეგავლენის მოხდენად. წლების მანძილზე პრობლემას ვაფიქსირებდით საარჩევნო უბნებზეც, ეს ახლა აღმოფხვრილია, მაგრამ საარჩევნო უბნებს გარეთ ამ ფორმით ამომრჩევლის სიებით აღრიცხვა პრობლემად რჩება''- აცხადებს სულხან სალაძე