ორი უბანი ბათუმში, სადაც მაუწყებელმა სიებით მობილიზებული ჯგუფები დააფიქსირა

28 ოქტომბერი 2018, 00:00 4132 ნახვა

ბათუმში, 1 საჯარო სკოლაში გახსნილი მეცხრე უბანთან ახლოს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელემა სიებით მობილიზებული ადამიანები დააფიქსირა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სიით სანდასუფთავების  თანამშრომლებს  ამოწმებდნენ,  ასრულებდნენ თუ არა ისინი თავიანთ მოვალეობას. ანუ ასუფთავებდნენ თუ არა მიმდებარე ტერიტორიას. 

მოქალაქეებმა, რომლებიც ადგილზე "ნისანის" მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ, სიები ჟურნალისტების მისვლისთანავე დამალეს, თუმცა მისი არსებობა არ უარყვეს.

ერთ-ერთი მათგანს კი, იქ ყოფნის განსხვავებული ვერსია ქონდა, ამტკიცებდა რომ შვილს ელოდებოდა ხმის მისაცემად.

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა სიები შენიშნა 25-საარჩევნი უბანთანაც, რომელიც ლერმონტოვის ქუჩაზე პროფ-სასწრავლებლშია განტავსებული. აქ მიკროავტობუსში ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებსაც სიები ქონდათ. ჩვენი მისვლისთანავე  დამალეს, თუმცა გვითხრეს რომ კანონს არ არღვევენ. 

25 უბანთან ქეთი ბოლქვაძე იმყოფებოდა. 

 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი