ქობულეთში, სოფელ წყავროკაში #32 საარჩევო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას ქობულეთში #81 ოლქის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე მაუწყებელს უდასტურებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბეჭდური ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენზე, სადაც ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის, კონკრეტულად კი გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერი ნაწილობრივ წაშლილია.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ ამომრჩეველი შეიძლება შეცდომაში შევიდეს, რადგან ბიულეტენში 5 და 51 ნომერი, ორივე ხუთად აღიქმება.
ადგილზე იმყოფებიან ოლქის წარმომადგენლები და მალევე გაირკვევა გაგრძელდება თუ არა კენჭისყრა ამ უბანზე. ასევე მიდის დაზუსტება, არის თუ არა სხვა უბნებში მსგავსი ტიპის ტექნიკური ხარვეზი.
ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიულეტენებთან დაკავშირებული მსგავსი სახის ხარვეზი, არცერთ სხვა უბანზე არ ფიქსირდება.
ფოტო: სოფო მაკარაძე