ქობულეთში ისევ წვიმს. უამინდობამ მუნიციპალიტეტში დილით პრობლემები შექმნა. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მერიის ინფორმაციით პრობლემა აღმოფხვრილია. უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლიდან მაშველებმა დედა-შვილი გამოიყვანეს.
მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებში დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც.