''ნუ მომკლავ'', ''ზაზა შენთან ვარ'', ''თავისუფლება ზაზას'' - ეს წარწერები მოქალაქეებმა ევროპის მოედანზე სპეციალურად განთავსებულ დაფაზე დატოვეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად, ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ორმა მოქალაქემ ევროპის მოედანზე დაფა მიიტანა. გამვლელებს კი საშუალება ჰქონდათ მხარდასაჭერი შეტყობინებები პატარა ფურცლებზე დაეწერათ და დაფაზე დაემაგრებინათ.
აქციის ორგანიზატორები ამ ფორმით პროტესტს, ზაზა სარალიძის გათავისუფლებამდე გააგრძელებენ.
''იმოქმედე სიმართლისთვის'' - ამ სლოგანით კი აქცია თბილისში პარლამენტთან გაიმართა.
შვილმკვდარი მამა სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს. ზაზა სარალიძე პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აიყვანა.
ზაზა სარალიძის დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება, ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.