„სამართლიანმა არჩევნებმა“სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2091 ნახვა

„სამართლიანმა არჩევნებმა“სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.   ანგარიშის მიხედვით, საჯარო მოხელეები აგიტაციაში მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარი დეკლარირებულად დაუჭირა. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაკვირვება მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტებისა და აჭარის ორგანოების 98 ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც, თუმცა აქ კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

დაკვირვების საგანი იყო ასევე  სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი 664 საჯარო მოხელის აქტივობა ფეისბუქის პირად გვერდებზე. ანგარიშის მიხედვით, 29 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა 29 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც დასაქმებული 42 საჯარო მოხელე კამპანიაში სამუშაო საათების დროს მონაწილეობდა, რაც კვლევის ავტორების თქმით, დარღვევაა. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდების რაოდენობა და მათი აქტივობა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი