ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. განათლება, ახალგაზრდების დასაქმება და პენსიის ზრდა - პრეზიდენტობის კანდიდატმა საზაფხულო თეატრში შეკრებილ ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნო. აღნიშნა, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს. ბაქრაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც მოქალაქეებს ზურგს არ შეაქცევს.