ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - შუალედური ანგარიში

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1958 ნახვა

,2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე“-ნათქვამია ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს  ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, რომ  თავი უნდა შეიკავონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და დისკრედიტირების მცდელობისგან, ასევე  საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის დაწყება. ასევე  პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებიდან,  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი კი  საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი