''კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედად'' - ასე მიმართა სპორტის სასახლეში შეკრებილ მოქალაქეებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილმა.
თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებიან.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის. ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, რადგან ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა „დედა“ არის ჩვენთვის სიმბოლო, რადგან ეს სიტყვა ჩვენთვის პირველი ინსტინქტის კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის შედეგი, ჩვენი მშობლების დამსახურება, რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
სპორტის სასახლეში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.