ქობულეთის მუზეუმში ეთნოგრაფიული საექსპოზიციო სივრცე მოეწყო. წარმოდგენილია ადგილობრივი ოსტატების მიერ ხისგან, თიხისა და ბუნებრივი ქვისგან დამზადებული ნივთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებოდა. საექსპოზიციო სივრცის მოწყობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში 3 ეტაპად მიმდინარეობდა, პროექტისთვის 80 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.