“იბერიის” თანამშრომლები ხელფასებსა და კომპენსაციებს ითხოვენ

23 ოქტომბერი 2018, 00:00 1990 ნახვა

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები მენეჯმენტს შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.ისინი დირექტორს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, მათ კითხვებს პასუხი დროულად გაეცეს. წერილში დასაქმებულები ინტერესდებიან, ანაზღაურდება თუ არა მათი ერთი თვის ნამუშევარი და აგრძელებს თუ არა კომპანია მათთან თანამშრომლობას.

იმ შემთხვევაში, თუ არხის ხელმძღვანელობა მათ ხელშეკრულებებს გაუწყვეტს, ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურებას მოითხოვენ.ტელეკომპანია „იბერიას“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჯიბღაშვილის შეფასებით, მენეჯმენტი უპასუხისმგებლოდ მოექცა თანამშრომლებს, რადგან მათ ინფორმაცია ტელევიზიის დახურვის შესახებ სხვა მედიასაშუალებიდან მიიღეს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური სამსახური სამართლებრივ დავას არ გამორიცხავენ. „იბერიას“ დირექტორი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მაკა  ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ თანამშრომლებს რამე კითხვები აქვთ, პასუხს მათ გასცემს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი