ნაადრევი ქორწინება - განათლების მინისტრის შეფასება

23 ოქტომბერი 2018, 00:00 2236 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრი გამოძიების შედეგებს ელოდება არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტზე. ინგა შამილიშვილის თქმით ამის შემდეგ უწყება გადაწყვეტს, თუ რას მოიმოქმედებენ ამ მიმართულებით.

ორი დღის წინ ქობულეთში 15 წლის გოგონას ქორწილი ჰქონდა მშობლების თანხმობით, რომელსაც იმ სკოლის დირექტორიც ესწრებოდა, სადაც მოზარდი სწავლობს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს თექვსმეტ წელს მიუღწეველთან.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი