28 ოქტომბერს ხალხი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც გიორგი მარგველაშვილისგან პრეზიდენტის პოსტს შეზღუდული უფლებამოსილებით გადაიბარებს. იქონია თუ არა გავლენა ქვეყნის მთავარსარდლის მოვალეობების შემცირებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტზე? თუ შევადარებთ ერთმანეთს ბოლო წლების მონაცემებს, სურათი ასეთია.
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ადმინისტრაციის ბიუჯეტი თითქმის ერთიდაიგივეა და ის დაახლოებით 10 ათას ლარს შეადგენს. გაცილებით მეტი იყო თანხა, თანაც ცვალებადი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ყველაზე დიდი ბიუჯეტი ქვეყნის მმართველს 2007 წელს ჰქონდა და ის 22 ათას ლარს აჭარბებდა. ადმინისტრაციული ბიუჯეტის გარდა ასევე საინტერესოა, როგორ იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახურსა და არასამთავრობო სექტორს შენიშვნები აქვთ.