40 წელი მუსიკალური ცენტრის ორკესტრის დაარსებიდან - საიუბილეო კონცერტი

23 ოქტომბერი 2018, 00:00 1822 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი 40 წლისაა. ორკესტრის წევრები საიუბილეო ღონისძიებისთვის ემზადებიან, რომელიც მუსიკალურ ცენტრში 25 ოქტომბერს გაიმართება. სპეციალურად ღონისძიებისთვის ბათუმში ჩამოვიდა ხორვატიელი დირიჟორი დეჯან სევიჩი და იტალიაში მოღვაწე ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა, რომელმაც მიუზიკლში „ქეთო და კოტე“ ქეთოს როლი შეასრულა.

ნინო ლეჟავა საიუბილეო კონცერტზე შეასრულებს  მუსიკალურ ნაწარმოებს ბელინის „ყაჩაღებს,“ რომელიც საქართველოში ჯერ არ დადგმულა. საიუბილეო ღონისძიების მეორე დღეს ქართველი სოპრანო  ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში  მასტერ კლასს გამართავს და ხოსე კარერასის მასტერკალსისთვის მონაწილეებს შეარჩევს. მასტერკლასი იტალიაში, პედროტის სახელობის საკონცერტო დარბაზში იგი ფასიანი, თუმცა ნინო ლეჟავა ერთ-ერთს თავად დააფინანსებს.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი