თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 1696 ნახვა

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სამსართულიანი შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და დანადგარებით.  სკოლამდელი დაწესებულება 245 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი ბაღში 200 ბავშვი ირიცხება, ხოლო 45 აღსაზრდელზე ადგილი ვაკანტურია.

საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე თანამშრომლებთან დაკავშირებით კონკურსია გამოცხადებული. ბაღს არ ჰყავს გამგე და ძიძები, ამ დროისთვის ახალ დაწესებულებაში  თანამშრომლები იმ ბაღებიდან გადაანაწილეს, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში