აუდიო ჩანაწერების შემდეგ , ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვიდეო ჩანაწერები გასაჯაროვდა. კადრებში კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და სავარაუდოდ, ომეგა ჯგუფის სხვა მენეჯერები ჩანან.
საუბრობენ ე.წ-ული სარდაფის ინციდენტსა და ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ვიდეო მასალა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-მა გაავრცელა.