საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით გეგმა 10 წელზეა გათვლილი. „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მწვანე ეკონომიკა არის ხელისუფლების რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი და იგი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის სოფლის მეურნეობას, საწვავის სტანდარტსა და ტრანსპორტს.