ხულოში საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ახალი ტალღ“-ისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაცია გრძელდება. საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტების რეგისტრაციას გაზაფხულზე დაიწყებს. პირველ ეტაპზე „ახალი ტალღა“ 150 სტუდენტს მიიღებს. პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულები თექაზე მუშაობას, სატყეო საქმეს, ვეტერინარიას, ელექტროობასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან.
პროფესიულ სასწავლებელში მიმდინარე სამუშაოებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ხულოს სასპორტო სკოლას რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ თანამედროვე სპორტული ინვენტარი გადასცა.