„უცნობი ძველი აჭარა“ სულხან სალაძის წიგნის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. წიგნი მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე პერიოდზე მოგვითხრობს. როგორ ცხოვრობდნენ და შრომობდნენ აქ, წიგნში ნახავთ მოგზაურების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შთაბეჭდილებებს აჭარაზე.
„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებში მაღალმთიან აჭარაშია გადაღებული. წიგნი გაზეთმა „ბათუმელებმა“სექტემბერში გამოსცა. ეს გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომის“ და მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.