ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2019 წლის ბოლომდე სკვერი გაშენდება. პროექტის მიხედვით 1000 კვადრატ მეტრ ფართობზე შადრევანი, სველი წერტილები, დასასვენებელი ადგილები და ავტოპარკი მოეწყობა.
ასევე დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. პროექტი ორ ეტაპს მოიცავს და ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.